Digitalocean 50 Dollar Coupon [ka]
Digitalocean — 50$ იანი კუპონი
Github — ს შესახებ თუ არ გსმენიათ, მოკლედ გეტყვით რომ ეს არის ვერსიათა კონტროლის ერთ-ერთი სისტემა. თუ დაიბენით შეგიძლიათ კითხვა განაგრძოთ…
Wordpress — ის ინსტალაცია Digitalocean — ზე , Github — ის Education pack ის გამოყენებით. BTU — სტუდენტებს განსაკუთრებით გამოგადგებათ, ციფრულის ფინალური ხომ ვორდპრესზე უნდა გავაკეთოთ.
Github — ს შესახებ თუ არ გსმენიათ, მოკლედ გეტყვით რომ ეს არის ვერსიათა კონტროლის ერთ-ერთი სისტემა. თუ დაიბენით შეგიძლიათ კითხვა განაგრძოთ, დღეს ამაზე ნაკლებად ვისაუბრებთ.
Github — ი სტუდენტებს education pack ის სახით აძლევს უამრავ პროდუქტს, და რაც მთავარია სრულიად უფასოდ. ერთ-ერთი ‘პროდუქტია’ Digitalocean — ის 50$ იანი კუპონი, რისი გამოყენებაც საკმაოდ მარტივია.
Digitalocean — ზე wordpress ის საიტის განთავსებისთვის პირველ რიგში education pack ის მიღება, და 50$ იანი კუპონი გვჭირდება.
მაშ ასე, პირველი ნაბიჯია github.com — ზე რეგისტრაცია, საკმაოდ მარტივი ფორმაა, დარწმუნდით რომ .edu მეილით რეგისტრირდებით.
Github — ზე რეგისტრაციის შემდეგ, education pack ის მისაღებად გადადით ლინკზე და დააკლიკეთ Get your pack — ს.
ვაგრძელებთ, “How do you plan to use Github?” — ის ფორმაში რაც გინდათ ის ჩაწერეთ, მთავარია .edu მეილით გააგზავნოთ თხოვნა.
რამდენიმე წუთში წვდომა გექნებათ Education pack — ზე.
შემდეგი ნაბიჯი : Digitalocean ის კუპონის მიღება.
გადადით ლინკზე მოძებნეთ Digitalocean და დააკლიკეთ “your offer code” -ს, რის შედეგადაც გამოჩნდება თქვენი კუპონის კოდი.
კუპონი გვაქვს, შეგვიძლია გავაგრძელოთ.
შევდივართ Digitalocean — ზე და ვრეგისტრირდებით. აუცილებლად მიუთითეთ ბარათის მონაცემები, 50$ ის ამოწურვის შემდეგ თავისუფლად შეგეძლებათ გააუქმოთ.
რეგისტრაციის შემდეგ გადავდივართ USAGE ში და ვუთითებთ ჩვენ კუპონს.
თუ ყველაფერს ზუსტად გამოყევით თქვენს ანგარიშზე 50$ გაჩნდებოდა , არა სამწუხაროდ ვერ გადარიცხავთ ბარათზე.
ვაგრძელებთ, ვაწვებით New projects და ვუთითებთ ინფორმაციას რასაც ითხოვს : სახელი, აღწერა და მიზანი.
შემდეგი ნაბიჯი, Droplet ის შემქნა.
5$ საკმარისია დასაწყებათ, ეს ორი ასე დატოვეთ.
ამის შემდეგ გადავდივართ One-click apps ში და ვნიშნავთ Wordpress — ს. Manual install იც შეგვიძლია მაგრამ ამჯერად მარტივად გავაკეთოთ.
Creat— ზე დაჭერის შემდეგ რამდენიმე წამი(ზოგ შემთხვევაში წუთი) დაიცადეთ და დასრულების შემდეგ, შეამოწმეთ მეილი.
ასეთი ინფორმაციით დაგხვდებათ მეილი:
Droplet — შექმნილია, საბოლოო ნაბიჯი დაგვრჩა, Wordpress ის დაყენება.
ამისთვის საჭიროა SSH კლიენტი, ერთ-ერთი გავრცელებული/ხარისხიანია PuTTy რომელიც შეგიძლიათ მოცემული ლინკიდან ჩამოტვირთოთ.
სამწუხაროდ (ჩემთვის საბედნიეროდ) ვინდოუსს არ ვიყენებ, ინსტალაციის პროცეს ვერ განახებთ მაგრამ მერწმუნეთ ძალიან მარტივია.
მაშ ასე, გავხსნათ PuTTy, Host Name — ში ვუთითებთ იმ მისამართს რომელიც მეილზე მოგვივიდა და ვაწვებით open — ს.
ვაწვებით თანხმობას
გავდივართ ასეთ ფანჯარაზე, სადაც username — ს გვთხოვს. მეილზე როგორც მოგვივიდა ეს root — ია. password ის ფანჯარაში ვუთითებთ მეილზე მოსულ პაროლს, წერისას თუ არაფერი გამოჩნდა ნუ დაიბნევით, სიმბოლოები რომლებსაც წერთ უბრალოდ არ ჩანს.
ამის შემდეგ გავდივართ ასეთ ფანჯარაზე, მოგიწევთ ისევ ის პაროლი მიუთითოთ რომელიც მეილზე მოგივიდათ და შემდეგ ახალი, რომლითაც ძველს შევცვლით.
ამის შემდეგ, Domain/Subdomain name — ში ვუთითებთ იმ მისამართს რომელიც მეილზე მოგვივიდა.
SSL — ი თუ არ გინდათ, უბრალოდ n ჩაწერეთ და ენთერს დააჭირეთ
Wordpress — ი წარმატებით დაინსტალირდა თქვენს ჰოსტინგზე.
ამის შემდეგ გადავდივართ ჩვენს მისამართზე და მივყვებით ინსტრუქციას
ვაწვებით Log In -ს შეგყავს მონაცემები, რომლებიც რეგისტრაციისას მივუთითეთ და WordPress — ი მზად არის!
სულ ეს იყო, ვეცადე დეტალურად ამეხსნა ყველაფერი. მადლობა თუ აქამდე ჩამოხვედი და გირჩევ, რომ Education pack — ს ხელახლა გადახედო, უამრავ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენ !