Linux [ka]
10 რამ რაც შეგიძლია გააკეთო Linux-ით მაგრამ არ შეგიძლია-Windows-ით
შენ შეგიძლია ჩაიწერო ლინუქსის მთლიანი კოდი!
10 რამ რაც შეგიძლია გააკეთო Linux-ით მაგრამ არ შეგიძლია Windows-ით. + 1 ბონუსად.
საერთოდ, რა არის ოპერაციული სისტემა და რომელი ოპერაციული სისტემები არსებობს დღესდღეობით?
- ოპერაციული სისტემა ფიზიკურ მოწყობილობებსა და აპლიკაციებს შორის არსებული ერთგვარი ფენაა. დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებულია Windows, macOS და Linux.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორ ოპერაციულ სისტემაზე, Windows- ზე და Linux-ზე.
მოდი, დავიწყოთ:
- შენ შეგიძლია ჩაიწერო ლინუქსის მთლიანი კოდი!
- https://github.com/torvalds/linux მოცემული ლინკზე შენ შეგიძლია ნახო Linux-ის მთლიანი კოდი, რომელიც მილიონამდე კომიტისგან შედგება! და რაც ყველაზე მთავარია ჩაიწერო ის მთლიანად.
- ლინუქსზე ასევე ხელმისაწვდომია თითქმის ყველა აპლიკაციის კოდი რომლის დაყენების სურვილიც შეიძლება გაგიჩნდეს.
- Windows მუშაობს დახურული კოდის პრინციპზე რაც შეუძლებელს ხდის მისი კოდის ჩაწერას.
ალბათ კითხვა გაგიჩნდებოდა, თუ რათ მინდა ეს კოდი? იქნება მე არ ვარ დეველოპერი, არ ვიცი პროგრამირება — ან ვარ და უბრალოდ არ ვაპირებ ამ კოდის გარჩევას?
რა თქმა უნდა, შენ შეიძლება არ გაინტერესებდეს მოცემული კოდი, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც არჩევენ აღნიშნულ კოდს, ეძებენ ხარვეზებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ა.შ. რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სისტემა, რომელშიც ხარვეზების რაოდენობა მინიმუმდე იქნება დაყვანილი.
Windows-ის შემთხვევაში გიწევს ენდო Microsoft-ის დეველოპერებს, რომლებიც ამოწმებენ თავიანთ პროდუქტს. შესაბამისად, სხვა არავის არ შეუძლია კოდის ნახვა.
2. შენ შეგიძლია განახლების დაყენება კომპიუტერის გადატვირთვის გარეშე!
- ეს სიმართლეა თითქმის ყველა აპლიკაციისთვის.
- ეს სიმართლეა თუ კერნელის ვერსია 4.0 ზე მაღალია.
- ვინდოუსი — საჭიროებს გადატვრითვას.
ეს განსაკუთრებით კარგია იმ შემთხვევაში თუ გაქვს სერვერი ან გადაწყვიტე, რომ გინდა გქონდეს.
შენ თუ სერვერზე დააყენებ Windows-ს, ყოველი განახლების შემდეგ მოგიწევს სერვერის გადატვირთვა რასაც მეტწილად რამდენიმე ან რამდენიმე ათეული წუთი ჭირდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხარებლებისთვის შენი პროდუქტი ამ დროს ხელმისაწვდომი არ იქნება.
თუ Windows-ის მომხარებელი ხარ, გეცოდინება ფანჯარა, რომელიც შემდეგი ტექსტით გამოდის : “Please reboot your computer for these changes to take effect”.
3. შენ შეგიძლია მოწყობილობის კომპიუტერში შეერთება და გამოყენება იმაზე ფიქრის გარეშე, რომ მოგიწევს Driver-ების მოძებნა/დაყენება.
- ნუ, რათქმაუნდა არის გამონაკლისები.
- ვინდოუსის შემთხვევაში უნდა მოძებნო და დააყენო Driver-ი.
Linux kernel- ის მთავარი აზრიც ხომ Hardware-ს Software-სთან დაკავშირებაა. რაც იმის დამსახურებაა, რომ ათასობით ადამიანი მუშაობზ კომპანიაში, რომელიც ქმნის Hardware-ს, ისინი კი დრაივერებს წერენ ლინუქსზე.
მოდი კონდრიბუტორებზე ერთი რამეც დავამატოთ, Github- ზე ლინუქსის რეპოზიტორზე, მათი რაოდენობის გარკვევას თუ გადავწყვეთ, წავაწყდებით უსასროლების სიმბოლოს.
მოდი დავუშვათ ვიყიდეთ პრინტერი და შევაერთეთ კომპიუტერზე, იმისთვის რომ პრინტერი ამუშავდეს, მოგვიწევს გავყვეთ შემდეგ სცენარს — შევიდეთ პრინტერის ოფიციალურ საიტზე, ჩავიწეროთ დრაივერი, დავაყენოთ დრაივერი და გადავტვირთოთ კომპიუტერი.
ლინუქსის შემთხვევაში ეს ყველაფერი პრინტერის კომპიუტერზე შეერთებით დასრულდებოდა.
4. შენ შეგიძლია ლინუქსის გაშვება ფლეშ მეხსიერების ბარათიდან, CD/DVD- დან და ა.შ.
- Windows-ის შემთხვევაში არ გვაქსვ ვარიანტი, რომელითაც მის ლაივში ჩატვირთვას შევძლებთ.
- Edited: windowstogo- ყოფილა. Shame on me. ნუ, ეგეც Windows-ის ვერსიაზე და USB მეხსიერების სერთიფიცირებულობაზე არის დამოკიდებული.
5. შენ შეგიძლია ლინუქსის გამოყენება წლების მანძილზე გადატვირთვის გარეშე!
- ის საოცრად სტაბილუია!
- Windows-ი რაღაც დროის შემდეგ უფრო ნელი ხდება.
დიახ, ეს შესაძლებელია რადგან ის არ გახდება უფრო ნელი, და რაც მთავარია შენ შეგიძლია განახლებების გადატვირთვის გარეშე დაყენება!
6. შენ შეგიძლია ლინუქსის გაშვება თითქმის ყველა Hardware-ზე!
- ნებისმიერში ვგულისხმობ იმ კომპიტერებსაც, რომლების ჯერ კიდევ 80/90-იან წლებში შეიქმნა.
- ვინდოუსის შემთხვევაში არსებობს მოთხოვნილებები, რომელსაც კომპიუტერი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
7. შენ შეგიძლია დაზიანებული სისტემის “შეკეთება” ლაივად ჩატვირთული ლინუქსით.
- Fun fact: შენ შეგიძლია დაზიანებული ვინდოუსის ლინუქსის ლაივად გაშვებული ვერსიის საშუალებით გასწორება.
- ვინდოუსის შემთხვევაში ერთი ვარიანტი გვაქ, სისტემის Repair- ის ცდა ან ვინდოუსის ხელახლა დაყენება.
8. შენ შეგიძლია ერთი ბრძანებით მთლიანი სისტემის განახლება!
- ვინდოუსი: ვინდოუსის შემთხვევაში განახლება მხოლოდ ანახლებს სისტემას, აპლიკაციები რჩებიან იმ ვერსიაზე, რომელზეც მანამდე იყვნენ.
ლინუქსის შემთხვევაში მთლიანი სისტემის განახლება შეგიძლია როგორც უკვე ავღნიშნეთ ერთი ბრძანებით:
ბრძანება დამოკიდებულია დისტრუბუტივზე, უბუნტუს შემთხვევაში — apt-get upgrade;
არქის შემთხვევაში — sudo pacman -Syu
და ა.შ.
9. შენ შეგიძლია შენი მყარი დისკის ერთი ლინუქსის კომპიუტერიდან მეორეზე გადატანა.
- არ გვექმნება დრაივერების პრობლემა.
- ვინდოუსის შემთხვევაში სისტემამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება არ იმუშაოს გამართულად. ასევე, მყარი დისკის გადატანის შემდეგ ზოგ შემთხვევაში ვინდოუსი ახალ ლიცენზიის კოდს მოგთხოვთ.
10. შენ შეგიძლია აბსოლუტურად ყველაფერს შეუცვალო გარეგნობა!
- ფონტები, აიკონები, თემები და ა.შ.
- ხელმისაწვდომია mac/windows-ის თემები.
- ვინდოუსის შემთხვევაში შენ რათქმაუნდა შეგიძლია რაღაცების შეცვლა მაგრამ ის ახლოსაც ვერ მოვა ლინუქსთან.
მოდი ერთი რამ დავამატოთ ბონუსად!
11. შენ შეგიძლია აპლიკაციების დაყენება ვირუსებსა და მავნე კოდებზე ღელვის გარეშე!
- შენ არ გჭირდება ანტივირუსი.
- აპლიკაციები ოფიციალური რეპოზიტორიდან არასდროს არ შეიცავს მავნე კოდს!
რა თქმა უნდა, არსებობს ვირუსები, რომლებიც ლინუქსზეც ვრცელდება, მაგრამ ეს არის გაცილებით რთული, რადგან გაშვებისთვის საჭირო უფლების მოპოვების არის რთული, ასევე, ლინუქსის შემთხვევაში ფლეშ მეხსიერების ბარათზე არსებული კოდი თავისით არ ეშვება.
სულ ეს იყო, 10 რამ რაც შეგიძლია გააკეთო Linux-ით მაგრამ არ შეგიძლია გააკეთო Windows-ით. + 1 ბუნუსიც. იმედია მოგეწონათ.